სოფელ წერეთელში მოზარდთა შორის ფეხბურთში ჩემპიონატი გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, გუშინ 8 ივნისს 2009-2010 წლიან ფეხბურთელებს შორის, ჩემპიონ ლიგის, ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც მარნეულის ,,ალგეთის" გამარჯვებით დასრულდა. როგორც მწვრთნელი, გოჩა ტოროშელიძე ამბობს, მოზარდ ფეხბურთელებს ფინალამდე კიდევ ბევრი თამაში ელოდებთ.

,,აღნიშნულ ჩემპიონატს აფხზეთის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს. ორი თამაში გვქონდა გუშინ. მარნეული ,,ალგეთი" და თბილისი ,,საბურთალო" შეხვდნენ ერთმანეთ და ალგეთმა მოიგო 2:0. ასევე 2009 წელში დაბადებულ მოზარდებს შორის, მარნეულის ,,ალგეთი" და თბილისის ,,პლატო" შეხვდნენ და მოიგო ალგეთმა 9:0".- თქვა ტოროშელიძემ

მწვრთნელის თქმით, აღნიშნულ გუნდებს ფინალამდე, კიდევ 15 თამაში ელოდება. ფინალი კი შემოდგომით გაიმართება.


Print