საქართველოს მოქალაქემ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გახნასთან დაკავშირებით ილჰამ ალიევს წერილი მიწერა

არასამთავრობო ორგანიზაცია „დერვიშის“ თავმჯდომარემ, რუსთავის N18 აზერბაიჯანულენოვანი და გარდაბნის რაიონის

სოფელი ყარათეკლას საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა სავალან ოსმანოვმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ღია წერილი მიწერა.

ოსმანოვამ წერილი რადიო „მარნეულს“ გამოუგზავნა და აღნიშნავს, რომ ილჰამ ალიევისათვის მიწერილ წერილში ის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით საუბრობს.

სავალან ოსმანოვი ამბობს, რომ პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვის შედეგად ადამიანები ერთმანეთის ქორწილებსა და სამძიმარზე ვერ იღებენ მონაწილოებას. მისი თქმით 1 წელზე მეტია რაც მამამისი, დერვიშ ოსმან აჰმედოღლუ, გარდაიცვალა, მაგრამ აზერბაიჯანში მცხოვრები ნათესავები და მეგობრები სამძიმარზე ვერ ჩამოვიდნენ.

„ადამიანების უმეტესობა ვერ ჩამოდის ვერც სამძიმარზე, ვერც მაშინ მშობლები რომ ავად ხებიან. იძულებულნი არიან საჰაერო გზით მოვიდნენ, ამის შესაძლებლობა კი არაა. როგორც მოქალაქე, აქ მცხოვრები აზერბაიჯანლების სახელით ვიფიქრე, რომ ეს წერილი მივწერო. მე როგორც მოქალაქე ჩემი ტკივილი გავამჟღავნე. მამას სამძიმარზე მისი ახლო მეგობრები ვერ ჩამოვიდნენ. ეს მხოლოდ ჩემი თხოვნა არაა, ეს ყველას უნდა, ხალხის სურვილია. ყველას ნახევარი სული იქაა. არაა ისეთი ოჯახი რომელსაც აზერბაიჯანში ახლობელი არ ჰყავს. წლებია ვერ ჩამოდიან. მართალია პანდემია ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ ახლა პანდემია დამთავრებულად ითვლება. მთელ მსოფლიოში საზღვრები გახსნილია. მხოლოდ აზერბაიჯანმა არ გახსნა. არიან ვინც მიდი-მოდის მაგრამ ისინი სპეციალური ნებართვით დადიან“.

გთავაზობთ სავალან ოსმანოვის მიერ აზარბაიჯანის პრეზიდენტისათვის მიწერილ ღია წერილს:

„ღა წერილი აზერბაიჯანის სახელმწიფო პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს.
„სიცოცხლე ადამიანის სულია. თუ სხეული არ იქნება ცოცხალი ის უბრალოდ მკვდრად ითვლება, სხვა არაფერი. ყველა ცოცხალ არსებას ამოძრავებს სიცოცხლე. ჩვენ ვართ ბორჩალოს ყარაფაფახები. ჩვენი სისხლი თურქული სისხლია, მაგრამ ჩენ ფეხზე რომ ვდგავართ ეს ჩვენი სუნთქვა, აზერბაიჯანია. როგორც იცით აზერბაიჯანი თუ არსებობს ჩვენც ვარსებობთ. პატივცემულო პრეზიდენტო ილჰამ ალიევ, ყველა გზა ადამიანის იმედია. ყველა გზა რომელიც ჩანს ოცნებების სამიზნეა. ჩვენ ბორჩალოელები როგორც გვიყვარს ჩვენი სამშობლო საქართველოს ისე გვიყვარს აზერბაიჯანიც. ამიტომ, გულის ერთი ნაწილი სულ აზერბაიჯანს მეორე ნაწილი კი საქართველოს უკავშირდება. როგორც იცით, ბოლო პერიოდში გარკვეული მიზეზების გამო გზები ჩაიკეტა. ამ მიზეზებით ნათესავები, ძმები, ერთამნეთს დაშორდნენ. ბატონო პრეზიდენტო, უკვე პანდემია დასრულდა და სერიოზული მდგომარეობა არაა. ბორჩალოელების სახელით ერთი თხოვნა გვაქვს, ყველა ამ თხოვნის მოლოდინშია რომ გზები, საზღვრები, გაიხსნას. ამ კარების გახსნა კი თქვენს ერთ ბრძანებაზეა დამოკიდებული. თუ გზები გაიხსნება ნათესავები, ძმები, ერთმანეთს ნახავენ. ადამიანები რომლებიც წლებია სამშობლოსგან შორს არიან თავიანთ მიწაზე ჩამოვლენ. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით თქვენ. გვჯერა რომ ჩვენს ხმას გაიგებთ და გვიპასუხებთ...
პატივისცემით: არასამთავრობო ორგანიზაცია „დერვიშ“-ის თავმჯდიმარე სავალან ოსმანოვი“.


აღსანშნავია, რომ აზერბაიჯანს და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის 14 მარტს ჩაიკეტა.

საქართველომ აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრები გასული წლის 1 ივნისს გახსნა. აზერბაიჯანმა კი საქართველოსთან მხოლოდ საჰაერო გზა გახსნა. სახმელეთო გზის გახსნაზე ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

 

Print