გარდაბნელმა სპორტსმენმა ქენან ბაირამოვმა ბუდაპეშტში ჩატარებულ
მსოფლიო თასზე მონაწილეობა მიიღო.
საქართველოს კიქბოქსინგის ეროვნული ფედერაციის სპორტსმენი ქენან
ბაირამოვი 2-5 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებუს
კიკბოქსინგ Wako- ს მსოფლიო თასზე მონაწილეობდა.
ქენან ბაირამოვი 1/8 ეტაპი წარმატებით გაიარა და 1/4 ეტაპზე ავიდა. 1
/ 4ეტაპზე კი უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა და პირველ ხუთეულში
მოხვდა.
სპორტსმენმა მიღებული შედეგებით ნოემბრის თვეში ანტალიაში ჩასატარებელ
“Wako-Avropa” ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ქენან ბაირამოვი პროფესიონალურ კიკბოქსინგში ბ-კლასის შეჯიბრებებში
ერთვება. ის ამ სფეროში ბევრი პროფესიონალური შეჯიბრის გამარჯვებული
გახდა.
ახლა გარდაბნელი სპორტსმენი ოქტომბერში გერმანიაში ჩასატარებელ
პროფესიონალურ შეჯიბრებისთვის ემზადება. ეს შეჯიბრი ევროპაში ცნობილი
სახეობებიდან ერთ-ერთია.
აღსანიშნავია, რომ ქენან ბაირამოვი გარდაბანში მოქმედი კლუბი
ყარაჯალარის სპორტსმენია. მისი მწვრთნელი კი ისფაჰან ალიევია.