მარნეულის მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღი, 406-მა სასკოლო ასაკის
ბავშვმა დაამთავრა.
ამის შესახებ, რადიო ,,მარნეულთან" , ბაგა-ბაღების გაერთიანების
უფროსმა, ზაურ ქარამოვმა თქვა. მისი განმარტებით 2021-22 სასწავლო
წელი, სასკოლო მზაობის ჯგუფში 458 ბავშვმაც დაასრულა.
,,2021-22 სასწავლო წელი, სულ 873-მა ბავშვმა დაამთავრა.
საიდანაც, ზოგი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია და ნაწილი სასკოლო მზაობის
ჯგუფის ბავშვი". -თქვა ქარამოვმა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, წელს 11 ბაღი და 16 სასკოლო მზაობის ჯგუფი
ფუნქციონირებდა. 2022-2023 წლს, სავარაუდოდ, 15 საბავშვო ბაღში
განახლდება სასწავლო პროცესი, სადაც დაახლოებით 1000 ბავშვს
მიიღებენ.