მარნეულში ბაღი და სკოლამდელი მზაობის ჯგუფი 873 ბავშვმა დაამთავრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღი, 406-მა სასკოლო ასაკის ბავშვმა დაამთავრა. ამის შესახებ, რადიო ,,მარნეულთან" , ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა, ზაურ ქარამოვმა თქვა. მისი განმარტებით 2021-22 სასწავლო წელი, სასკოლო მზაობის ჯგუფში 458 ბავშვმაც დაასრულა.

,,2021-22 სასწავლო წელი, სულ 873-მა ბავშვმა დაამთავრა. საიდანაც, ზოგი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია და ნაწილი სასკოლო მზაობის ჯგუფის ბავშვი". -თქვა ქარამოვმა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, წელს 11 ბაღი და 16 სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებდა. 2022-2023 წლს, სავარაუდოდ, 15 საბავშვო ბაღში განახლდება სასწავლო პროცესი, სადაც დაახლოებით 1000 ბავშვს მიიღებენ.

Print