მარნეულელმა ძიუდოისტებმა მესტიაში გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
მესტიის მუნიციპალიტეტში გამართულ ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორის, ნესტორ ხერგიანის სახელობის, მეათე საერთაშორისო თურნირზე, მარნეულელმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის პრესსამსახურში, რადიო ,,მარნეულს" უთხრეს, აღნიშნულ ტურნირში მარნეულიდან, ოთხი ძიუდოისტი იღებდა მონაწილეობას.

,,მიმდინარე წლის 18-19 ივნისს, მესტიაში გაიმართა ტურნირი, სადაც მარნეულელმა ბექა ჭკადუამ 30 კგ წონით კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი, მეორე ადგილი გივი კვიციანმა 38 კგ წონით კატეგორიაში და მესამე ადგილი, 46 კგ წონით კატეგორიაში, ნიკოლოზ დევდარიანმა". - თქვეს სპორტულ სკოლაში


აღნიშნული ტურნირი,  2008-2009 და 2010-11-12 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის გაიმართა, სადაც მონაწილეობას, სპორტსმენები საქართველოს ყველა რეგიონიდან იღებდნენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები