როგორია კორპუსის ნგრევის შედეგად დაზარალებული სამი ბავშვის მდგომარეობა
ქალაქ მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩაზე, აივნის ნგრევის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი ორსული. ორი მცირეწლოვანი, კი სამედიცინო დაწესებულებებში გადის მკურნალობას. ექიმებმა, გარდაცვლილი ორსული ქალის, ჩვილის გადარჩენა შეძლეს და ახალშობილი თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მარნეულის ავერსის კლინიკაში ამბობენ, რომ 26 წლის ორსულ ქალს, მიყვანისას სუნთქვა თითქმის არ აღენიშნებოდა.


,,შემოიყვანეს ორი პაციენტი, ერთი ორსული, რომელიც იყო კრიტიკულ მდგომარეობაში.
მეორე კი 7 წლის ბავშვი. მცირეწლოვანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა არის სტაბილური, ჩვენთან გადის მკურნალობას. ორსული კი, ფაქტიურად გარდაცვლილი იყო. ამის მიუხედავად ჩატარდა მაინც რეანიმაციული ღონისძიებები, მოყვანიდან 4 წუთში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ახალშობილის გულის ცემა, დაბადების შემდეგ გაჩერდა, მაგრამ შემდგომ აღდგა. ბავშვი, მესამე დონის ბავშვთა ახალშობილთა რეანიმაციულ განყოფილებაში, თბილისშია გადაყვანილი. რაც შეეხება ქალს, მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა"
- თქვეს ავერსში


ერთ-ერთი დაზარალებული, რვა წლის მცირეწლოვანი შემთხვევის შემდეგ, მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსის"" კლინიკაში მძიმე მდგომარეობით მიიყვანეს, კლინიკაში გვითხრეს, რომ ბავშვს განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა ბარძაყზე ჰქონდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და თბილისში ,,ამტელ ჰოსპიტალშია" გადაყვანილი.


,, პაციენტი გავუშვით სტაბილურად, მართალია ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილური იყო. ჩვენთან რომ შემოიყვანეს ჰქონდა საკმაოდ დიდი დაზიანებები, განსაკუთრებულად ცუდი დგომარეობა ბარძაყზე. მოტეხილობა და ძალიან დიდი ჭრილობა იყო. კიდევ კარგი სისხლძარღვები არ იყო დაზიანებული, თორე პაციენტი ბევრ სისხლს დაკარგავდა და რეალურად საავადმყოფომდეც ვერ მოიყვანდნენ".- თქვეს კლინიკაში


26 ივნისს საღამოს საათებში, მარნეულის ნარიანოვის ქუჩაზე, მეხუთე სართულის აივანი ჩამოიშალა, რომელსაც მეოთხე სართულის აივნის ჩამონგრევა მოჰყვა. როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები