მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში მოგზაური გამოფენის მეოთხე ღონისძიება გაიმართება
ხუთ ივლისს, 14:00 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში მოგზაური გამოფენის მეოთხე ღონისძიება გაიმართება, სადაც მონაწილეობას ანა ბარჯაძე, ქეით მიხაილოვა, პოლინა კოჩკინა, მარიამ თინიკაშვილი, ალექსანდრა კოხანი, ჯუდით მეიერი, ანა გაბისიანი, გიორგი კიკორია, ნატალია გოლუბენკო, სამირა ახმედოვა, გიორგი არზიანი, ჰანა ქუქ, ანა გურიანოვა, ოლია ივანენკო, ფილიპ პოლივანი, პია რიბნიკარი, ვერა კირიტეშევა, SVAYA ჯგუფი მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება სადაც ნათქვამია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ჯგუფური და ინდივიდუალური პროექტები ეხმიანება საჯარო სივრცეების, საზღვრების, სხეულის აღქმის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების და გამოცდილებების რეპრეზენტაციას. თითოეულ ნამუშევარში საჯარო სივრცეზე ხელმისაწვდომობის თემა, საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.

ღონისძიების ფარგლებში საუბარი გაიმართება, ერთ-ერთ გამორჩეულ დოკუმენტალისტთან და ფოტო ხელოვან დინა ოგანოვასთან  იგი პირად გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს ძირითადად საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. 20 წელზე მეტია დინამ არაერთ მსოფლიოში წამყვან კონკურსში გაიმარჯვა და მისმა ნამუშევრებმა მსოფლიოს გარშემო უამრავი ქვეყანა შემოიარა.

სამ დღიანი ღონისძიება აგრეთვე მოიცავს ვორქშოფს, სადაც ისწავლით, როგორ გააკეთოთ ახალი ფურცელი, უკვე ნახმარი ქაღალდებისგან.

უსახელო თბილისმა 2021 წლის ოთხი თვის განმავლობაში უკრაინელ და გერმანელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გერმანიის ფედერალური ოფისის და "  Responsibility and Future Future" (EVZ) ფონდის მხარდაჭერით განახორციელა ჰიბრიდული საგანმანათლებლო პროექტი.

ვორქშოფზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონზე 595467140. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი. 
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები