მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელების
რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
როგორც რადიო ,,მარნეულთან" ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ამბობენ,
რეგისტრაცია სასკოლო მზაობის ჯგუფებსა და სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებებში 30 ივნისს დასრულდა. მეორე ეტაპი კი 22 აგვისტოს
დაიწყება და 2 სექტემბრამდე გაგრძელდება.
,,პირველ ეტაპზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში,
სულ 872, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფებში, 192 ბავშვია
დარეგისტრირებული. ყოველ წელს საბავშვო ბაღებში, სულ 1 000-მდე ბავშვს
ვიღებთ და სასკოლო მზაობის ჯგუფებში დაახლოებით 500
ბავშვს".-თქვეს ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღია, 2022 წელს
სააღმზდელო პროცესი 11 საბავშვო ბაღმა განაახლა, რადგან ორში
სარემონტო სამუშოები მიმდინარეობდა, ერთი კი ავარიულ
მდგომარეობაშია.როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზაურ
ქარამოვმა რადიო ,,მარნეულისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა 2022-2023
წელს, სწავლა სავარაუდოდ მარნეულის N 1 და სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო
ბაღებშიც განახლდება.