სოფელ წერეთელში ფილმის ჩვენება გაიმართება
დღეს შვიდ ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სოფელ წერეთელში, საფეხბურთო მოედანზე, ფილმის ,,ჰუგო" ჩვენება, ღია ცის ქვეშ გაიმართება. როგოც რადიო ,,მარნულთან კულტურის ცენტრში ამბობენ, ფილმების ჩვენება სხვა სოფლებშიც იგეგმება და მოსახლეობა სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, თავისივე სოფელში შეძლებს, ფილმებს ღია ცის ქვეშ უყუროს.

,,კულტურის ცენტრი"-ს ორგანიზებით, სოფ. წერეთლის საფეხბურთო მოედანი კინოთეატრად გადაიქცევა დღეს და მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: წერეთელი-7 ივლისი, კაჩაგანი-20 ივლისი, სადახლო-18 ივლისი, წითელი სოფელი-22 ივლისი, მარადისი-13 ივლისი, მარეთი-15 ივლისი ფილმების ჩვენება გაიმართება". - თქვეს კულტურის ცენტრში

კულტურის ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, ფილმის ჩვენება ერთსეანსიანია და ყველა სოფელში, საღამოს 20:00 საათიდან დაიწყება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები