ვიდეო ფიჩინგ კონკურსში გულგუნ მამედხანოვას იდეა ფინალში მოხვდა
Big Idea Challenge - ვიდეო ფიჩინგ კონკურსში რომელიც ახალგაზრდებს იდეების განხორციელებაში ეხმარება, მარნეულელი გულგუნ მამედხანოვას და გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული მუშაკის მარიამ ისპირიანის იდეა ფინალში მოხვდა. როგორც გულგუნი რადიო მარნეულთან ამბობს, მისი იდეა ქართული ენის შესწავლას და პოპულარიზაციას ეხება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლა ონლაინ შეძლონ.

,,სოციალურ ქსელში ვნახე ინფორმაცია ასეთი კონკურსის შესახებ, ეს არის გამართული დიდი ბრიტანეთის საბჭოს მიერ და არის ახალგაზრდებისთვის. ვისაც აქვს იდეა და უნდა რეალობად აქციოს, რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ შევიტანეთ ამ კონკურში ჩვენი იდეა და საქართველოში სულ 9 ფინალისტი იდეა შეარჩიეს. მარიამი არის გორის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდული მუშაკი, მე კი მარნეულის მუნიციპალიტეტიდან.  ჩემი და მარიამის იდეა ასეთია:  ჩვენ ვქმნით ქართული ენის შემსწავლელ პლათფორმას, სადაც დავაკავშირებთ ქართულის მასწავლებელებს და სამიზნე აუდიტორიას, ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ  მოსახლეობას. ასევე ქართულის მცოდნე ადამიანები დარეგისტრირდებიან პლათფორმაზე მასწავლებლად რომლებიც დაინტერესებულ პირებს შეასწავლიან ქართულს". - გვითხრა გულგუნმა

გულგუნ მამედხანოვას და მარიამ ისპირიანის იდეას, გამარჯვების შეთხვევაში, 3 000 გირვანქა სტერლინგამდე  თანხას გადსცემენ. როგორც გულგუნი რადიო  ,,მარნეულთან" ანბობს ხმის მიცემა კონკურსატი იდეებისთვის მხარდამჭერებს, სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგ ბმულზე შეუძლიათ.


ვიდეო-ფიჩ კონკურსი Big Idea Challenge პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ახალგაზრდებს, შესაძლებლობას აძლევს, შექმნან და მსოფლიოს გააცნონ საკუთარი ინოვაციური "სტარტაპები". კონკურსი ტარდება სამ კატეგორიაში: სოციალური ზეგავლენა, შემოქმედებითი, ციფრული ტექნოლოგიები.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები