მოყვარულთა ლიგაზე ფეხბურთში, მარნეულს სოფელ წერეთლის გუნდი წარადგენს
რვა ივლისს  ფეხბურთში ,,მოყვარულთა ლიგის" პირველ ეტაპზე, რომელიც მუნიციპალიტეტის დონეზე იმართებოდა, ფინალში სოფელ წერეთლის გუნდმა, თამარისის მოყვარულთა გუნდი  2:1 დაამარცხა და სამომავლოთ ქვემო ქართლის რეგიონზე განაგრძობს თამაშს. შეხვედრა სოფელ წერეთლის საფეხბურთო სტადიონზე გაიმართა. როგორც  რადიო ,,მარნეულთან" გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელი ამბობს, რეგიონის თამაშები ივლისის ბოლოს დაიწყება.

საქართველოს მასშტაბით ,,მოყვარულთა თასის" 2022 წლის ჩემპიონატი  საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ტარდება.

,,მოყვარულთა ლიგა" სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით UEFA-ს მიერაა აღიარებული.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები