მარნეულის ავერსისი კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი მკურნალობს
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბოლო ათი დღის განმავლობაში, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა. ამის შესახებ რადიო ,,მარნეულს" მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს. მათი განმარტებით დღის განმავლობაში ორი ან სამი დადებითი შემთხვევა ფიქსირდება.

,,საგრძნობლად არის მომატებული შემთხვევები, რაც სტატისტიკაზეც აისახა. ჩვენ სტატისტიკა მარნეულის მასშტაბით დადებითი შემთხვევების მიხედვით გვაქვს, შვიდი ივლისიდან დღემდე 13 შემთხვევა გამოვლენილი". -  თქვეს ჯანდაცვის ცენტრში

კორონავირუსის დადებითი შემთხევევების მატება, მარნეულის ავერსის კლინიკაზეც აისახა. როგორც სამედიცინო დაწესებულების მენეჯერმა, მანანა კაპანაძემ გვითხრა, კლინიკა ჰიბრდულად მშაობს და ამ ეტაპზე 20 ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას.

,, დღეის მდგომარეობით ჩვენს კლინიკაში 18 პაციენტი პალატაში მკურნალობს და ორი რეანიმაციაში. ეს პაციენტები მხოლოდ ადგილობრივები არ არიან, მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც გვყავს". -თქვა ავერსის მენეჯერმა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში, კორონავირუსის 5 154 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი და გამოჯანმრთელდა 2 238 პირი
Print