ამერიკის საელჩოს კითხვაში გამოწვევის პროგრამა დაბრუნდა - მარნეულის ამერიკული კუთზე
ამერიკის საელჩოს კითხვაში გამოწვევის საზაფხულო პროგრამა ისევ დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის, ამერიკული კუთხე, ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

,,თუ კი შენ ხარ 5-18 წლის და გიყვარს კითხვა, მიიღე მონაწილეობა ამერიკის საელჩოს საზაფხულო გამოწვევაში, წაიკითხე წიგნები და მოიპოვე ამერიკის ელჩის მიერ დაწესებული ვერცხლის,ოქროს ან პლატინის სერტიფიკატი

ნაბიჯი 1:აირჩიეთ წიგნი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, წაიკითხეთ და შეავსეთ ონლაინ ფორმაში მითითებული ინფორმაცია 10 ოქტომბრამდე. ბავშვებს შეუძლიათ, წიგნები შეარჩიონ სკოლის ან ოჯახის ბიბლიოთეკიდან, ითხოვონ მეგობრებისგან, ან ოჯახის წევრებისგან, შეიძინონ მაღაზიაში, ან ნახონ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ადგილას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წიგნი ინგლისურად, ან ქართულად..

ნაბიჯი 2: ბავშვები, რომელებიც წაიკითხავენ 500 გვერდს, მიიღებენ ამერიკის ელჩის ხელმოწერილ ვერცხლის სერტიფიკატს. ინგლისურად წაკითხული გვერდების რაოდენობა გაორმაგდება.

ნაბიჯი 3: ბავშვები, რომლებიც 1000 გვერდს წაიკითხავენ, მიიღებენ ელჩის მიერ ხელმოწერილ ოქროს სერტიფიკატს. ამ შემთხვევაშიც, ინგლისურად წაკითხული გვერდების რაოდენობა გაორმაგდება.

ნაბიჯი 4: ბავშვები, რომლებიც წაიკითხავენ 10000 გვერდს, მიიღებენ ელჩის მიერ ხელმოწერილ ყველაზე მაღალი დონის პლატინის სერტიფიკატს.

გამოწვევაში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ქვემოთ მოცემული მარტივი ონლაინ ფორმა გაითვალისწინეთ, ყოველ წაკითხულ წიგნზე ახალი ფორმა უნდა შეავსოთ.

ნაბიჯი 5: ფორმის შევსების საფუძველზე თქვენ ავტომატურად გახდებით კითხვაში გამოწვევის საზაფხულო პროგრამის მონაწილე. გამოწვევის წინასწარ დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში, აშშ-ის ელჩის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატის მფლობელიც გახდებით".- წერია ფეისბუქ გვერდზე


აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ გაიაროთ.

https://docs.google.com/.../1FAIpQLSccUC8jR.../viewform...

https://docs.google.com/.../1FAIpQLSccUC8jR.../viewform...


რადიო "მარნეული"
Print