მარნეულის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ენგური" ,,შავი ზღვის მარგალიტი"-ს ფესტივალზე გრანპრის მფლობელი გახდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრთან" არსებული ანსამბლი ,,ენგური" ,  ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის ,,შავი ზღვის ვარსკვლავი"-გრანპრის მფლობელი გახდა. როგორც  ანსამბლის ქორეოგრაფი ლევან ყურავა, რადიო ,,მარნეულთან" ამბობს აღნიშნულ კონკურს-ფესტივალზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ბევრი კარგად მომზადებული ანსამბლი იღებდა მონაწილეობას

,, სულ ვამბობ, რომ ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობის მიღება არის უფრო რთული საქართველოში, ვიდრე საზღვარგარეთ, რადგან ჩვენთან უფრო მკაცრად გვაფასებენ, ვიდრე სხვა ქვეყანაში. ეს უკვე არის ჩვენი ანსამბლის მესამე თაობა. ანსამბლი არის ეთნიკურად აზებაიჯანელი, ქართველი და სომეხი ბავშვებით დაკომპლექტებული. ძალიან მოტივირებულები იყვნენ ბავშვები და უდიდესი შრომა გვქონდა ჩადებული, ყველაფერი ერთობლივი ძალებით გამოგვივიდა. გამარჯვების შემდეგ, როცა შევხედე ბავშვებს და მათი ემოციები დავინახე, ერთი პერიოდი ემოციებით ცრემლიც კი წამომივიდა. თან მყავდა ახალი ბავშვებიც, რომლებმაც პირველად იცეკვეს ასე სცენაზე და მათთვის უფრო დიდი ემოცია იყო ეს ყველაფერი.  ვიშრომეთ  მარნეულისთვის, ვაჩუქეთ კიდევ  ერთი ლამაზი დღე და წარმატება".-ამბობს ქორეოგრაფი

მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი ,,ენგური" 2008 წელს შეიქმნა და მას შემდეგ რამდენიმე თაობა გაზარდა, რომლებმაც სხვადასხვა კონკურს - ფესტივალებში მიიღეს მონაწილეობა და არაერთი წარმატება მოუტანეს მარნეულს. გრანპრის მფლობელი ანსამბლი აღნიშნულ ფესტივალზე ქობულეთში, მარნეულის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით იმყოფებოდა.


ყდის ფოტო: ლელა ხარშილაძე

რადიო ,,მარნეული"
Print