მარნეულში გამსახურდიას ქუჩაზე მინი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულში, სამხედრო ქალაქში  და გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე, მინი სტადიონების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც რადიო ,,მარნეულს", მერიის პიარის სამსახურში უთხრეს, ადგილზე სტადიონების გარდა მოეწყობა საბავშვო სივრცეებიც.

,,ორივეგან კეთდება მინი სტადიონი.  ჯერ  სამხედრო დასახლებაში მოხდა სტადიონის დემონტაჟი და ახლა უკვე მიმდინარეობს იგივე, გამსახურდიას ქუჩაზე. რის შემდეგაც დაიწყება მშენებლობითი სამუშაოები. მოეწყობა სტადიონი, ხელოვნური საფარით, ასევე ატრაქციონები. იქნება იდეალური სივრცე".- გვითხრეს მერიაში

აღნიშნულ ქუჩებზე, სტადიონების  სამშენებლო სამუშაოები და მიმდებარედ სივრცეების მოწყობა, მთლიანობაში 247 894 ლარი ჯდება, რომელსაც შპს ,,ქართლი"აწარმოებს.
Print