ქუთლიარი-ქვემო ყულარის დამაკავშირებელი ხიდის აღდგენის დრო 3 თვის შემდეგაც უცნობია
სამ თვეზე მეტია, რაც მარნეულის სოფელ ქუთლიარისა და ქვემო ყულარის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი დაზიანებულია. ხიდი ოთხ აპრილს, ძლიერი წყალდიდობის შემდეგ, მდინარე ხრამმა წაიღო.  შემთხვევიდან ერთი თვის თავზე, რადიო ,,მარნეულმა" დაზიანებული ხიდის ამბავი, მარნეულის მერიაში მოიკითხა, სადაც გვითხრეს, რომ მოკვლევის შემდეგ, საჭიროებიდან და მერიის ფინანსებიდან გამომდინარე, პრობლემის აღმოსაფხვრელად  შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღებოდა. თუმცა ამდრომდე საკითხით არავინ დაინტერესებულა. შემთხვევიდან სამი თვის
შემდეგ, მარნეულის მერიის პიარის სამსახურში გვითხრეს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად პროცესი დაწყებულია თუმცა საფეხმავლო ხიდის სავარაუდო გაკეთების შესახებ, ინფორმაცია არ აქვთ.

,,ადგილზე პრობლემის მოსაგვარებლად პროცესი უკვე დაწყებულია. შესწავლილია საკითხი და ჯერ უცნობია, როდის მოგვარდება აღნიშნული ხიდის პრობლემა". - გვითხრეს მერიის პიარის სამსახურში

ქუთლიარიდან ქვემო ყულარამდე, შულავრის გავლით, წასასვლელად მანქანით 30 წუთია საჭირო, ხოლო დიდი მუღანლოს გავლით 24 წუთი. აღსანიშნავია, რომ დაზიანებული საფეხმავლო ხიდით ქუთლიარის, ქვემო ყულარის, ზემო ყულარის, კირიხლოს და მათ მიმდებარედ არსებული სოფლების მოსახლეობაც სარგებლობდა.


რადიო ,,მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები