პოლიტიკურ საკითხებში კრიმინალური სუბკულტურის გავლენები - ლექცია მარნეულში
28 ივლისს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ,,სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის" ორგანიზებით,  საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ,,კრიმინალური სუბკულტურის გავლენა ციხესა და საზოგადოებაში". რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა,  და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პრევენცია პროგრესისთვის" თავმჯდომრემ, ანტონ ქელბაქიანმა წაიკითხა.  როგორც ლექტორი ჩვენთან საუბრისას ამბობს, აღნიშნულ საკითხზე საჯარო ლექციებს  ხშირად მართავს. მისივე თქმით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში   კრიმინალური სუბკულტურის გავლენაზე საუბარი, რადგან ეს პრობლემა საბჭოთა პერიოდიდან არსებობს, არის პოპულარული და დიდ გავლენას ახდენს მომავალ თაობებზე, ამის ერთ -ერთ ხელის შემწყობად კი აღნიშნული ჯგუფების სხვადასხვა მიზნით გამოყენებას ასახელებს.

,,შეხვედრა ეხებოდა კრიმინალური სუბკულტურის გავლენას, არის ციხეშიც და საზოგადოებაშიც. სუბკულტურა არის საკმაოდ სპეციფიური, ახლა არ გამოჩენილა, ფაქტობრივად კლასიკური საბჭოთა ფენომენია, რომელმაც გარკვეული ცვლილებები განიცადა. ახდენს გავლენას ბევრ პროცესებზე, რამდენად საფრთხის შემცველია, ამ კუთხით ნამდვილად ჩანს საგანგაშო ნიშნები. ამ თემებზე  ბოლო კვლევა იყო  დახურულ სივრცეში, ციხეში რა გავლენები აქვს და  მეორე იყო საარჩევნო პროცესში, რამდენად იყვნენ ეს ჯგუფები ჩართული. სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია ის, რომ ეს ჯგუფები საკმაოდ მოძლავრებულები არიან, აშკარად ჩანს რომ ეს ჯგუფები არის გამოყენებული სხვადასხვა მიზნით, საარჩევნო პროცესში ნამდვილად იყვნენ გამოყენებული. ასევე ქვემო ქართლში, რომ მოხდა კომფლიქტი და  მოგვარების მიზნით იყო გამოყენებული, ეს ფაქტობრივად ნიშნავ სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლას, იმიტორო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და იყენებს ამ ჯგუფებს, ასევე უფრო პოპულარულები გახდნენ ახალგაზრდებისთვის და მერე პრობლემა ძალიან ღრმავდება".-თქვა ლექტორმა

ქელბაქიანის თქმით, საკითხი მწვავეა სკოლლებში და მისი პრევენციის გზებზე ისაუბრა. ამბობს,რომ  ბავშვისთვის მნიშვნელოვანია საკოლო გარემო და მათთან კოორდინირებულად მუაობა.

,,ეს სკოლამაც უნდა გააკონტროლოს, მარტო სადამსჯელო ნაბიჯები არ არის პროდუქტიული.  მნიშვნელოვანია, როგორ ქმნი გარემოს ბავშვებისთვის,მუშაობა უნდა  სამოქალაქო განათლებით, სხვადასხვა კომპონენტებით და მათ შორის, როცა რთული შემთხვევის გამოვლენა ხდება, შესაძლებელია სამართალდამცავებს შეატყობინო და მათთან კოორდინირებულად ბავშვთან იმუშაო. ეს პრობლემა ყოველთვის იყო და ახალგაზრდებში ვირუსულად ვრცელდება. როდესაც ჩვენ ვხედავთ ბავშვს იყენებენ არჩევნებში, კომფლიქტების მოგვარებაში, ეს ამ საკითხს ახალისებს და ბავშვებისთვის მიმზიდველი ხდება. ქვემო ქართლი შეიძლება რაღაცა კუხით გამორჩეული იყოს, მანდ შეიძლება თავისებური კონტექსტი იყოს  ვინაიდან ეთნიკური უმცირესობები ხომ არიან და აქვს ეთნიკურ და რელიგიურ კონტექსსაც. ამას ზოგადად პოლიტიკის შემუშავება უნდა". თქვა ქელბაქიანმა

,,სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელი" რაშან ზიადალიევი  ყვება, რომ საკითხზე საუბარი არის მნიშვნელოვანი, რადგან კრიმინალური კულტურა დიდ პრობლემას წარმოადგენს მთელი ქვეყნისთვის და პატარა ნაბიჯების გადადგმა, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებისთვის.

,,კრიმინალური კულტურა დიდ პრობლემას წარმოადგენს მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვემო ქართლში , ამას ჩვენ არჩევნების დროსაც ვხედავთ. აქტიურადაა ჩართულობა, ვნახეთ ასევე დმანისის კონფლიქტის დროსაც. ამ თემაზე საჭიროა მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, რათქმა უნდა, პირველ რიგში კვლევები უნდა ჩატარდეს. არსებოს სხვა რეგიონებში კვლევები, სამწუხაროდ ქვემო ქართლში არ არსებობს. შესაბამისად იმედი მაქვს მომავალში გაიმართება კვლევა ამ საკითხზე. ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის შექმნისთვის მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოგვარება ეს არ მოხდება სწრაფად, მაგრამ საჭიროა პატარა ნაბიჯების გადადგმა".-თქვა რაშანმა

შეხვედრს ესწრებოდნენ მარნეულში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები,  პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები.


რადიო ,,მარნეული"


Print