რას (არ) სთავაზობს მუნიციპალიტეტი ბავშვებს ზაფხულის არდადეგებზე
მარნეულელი ბავშვებისთვის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ერთ- ერთი ადგილია, სადაც სხადასხვა აქტივობით შეიძლება დაკავდნენ. ცენტრში არსებობს ცეკვის ანსამბლები, ხატვისა თუ მუსიკის წრეები, თუმცა აგვისტოს თვეში კულტურის ცენტრის ყველა ანსამბლი და წრე, ერთი თვით ისვენებს. ბავშვები, რომლებიც საზაფხულო არდადეგებს მარნეულში ატარებენ, სახლში მხოლოდ წიგნების კითხვით ან სხვა გასართობით უნდა დაკავდნენ. მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი გვიყვება, რომ აგვისტოს თვეში, ცენტრის მიერ ერთადერთი აქტივობა, სოფლებში ფილმების ჩვენებაა, რომელიც ივლისის თვეში დაიწყო და აგვისტოშიც გაგრძელდება. მისი თქმით, აქტიურ საღონისძიებო და სასწავლო პროცესს, სექტემბრიდან დაიწყებენ.

,, აგვისტოს თვეში ყველაფერი ისვენებს მარნეულის კულტურის ცენტრში. ძირითადად, ჩვენი ანსაბლები ან გასტროლებზე არიან , ან ფესტივალებზე, ივლისი-აგვისტო ასეთი პერიოდი გვაქვს ჩვენ და შესაბამისად, დამწყები თუ არ არის საკონცერტო ჯგუფი ან ანსამბლი, რომელიც ფესტივალში მონაწილეობს, ესენი დათხოვილები გვყავს. მასტერკლასების სახით ჩვენ წინა წლებში ვაკეთებდით ხოლმე, სოფლებში გასვლები გვქონდა, მაგრამ წელს არ გვაქვს ასეთი, თუმცა ჩავანაცვლეთ ფილმების ჩვენებებით. პედაგოგებს ვისაც არაქვთ საფესტივალო პერიოდი ოფიციალურად აქვთ დასვენების დღეები, ვისაც აგვიტო აქვს დატვირთული, შვებულებას ივლისში იღებენ. რესურსი არ გვყოფნის იმისთვის რომ მაგალითად ვიღაცამ ჩაანაცვლოს“.-
თქვა ნატო შავიშვილმა

კიდევ ერთი შესაძლებლობა, სადაც შეიძლება ბავშვებმა ზაფხულში დრო გაატარონ, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა და ამერიკული კუთხეა. რადიო "მარნეულთან" ბიბლიოთეკარი ამბობს, რომ წიგნების წასაკითხად ან გასატანად ახალგაზრდები მთელი წლს განმავლობაში აქტიურად მიდიან, თუმცა ამ მხრივ ზაფხულის არდადეგების დროს, შედარებით მეტი აქტივობა ივლისის თვეში იყო.

,, პანდემიის შემდეგ პირველი ზაფხულია ასეთი აქტიური, განსაკუთრებით ივლისის თვეში, დღეში გადიოდა 25-დან 40წიგნამდე, მთელი თვის განმავლობაში ზუსტად 480 წიგნი გავიდა. ძირითადად დადიან მოსწავლეები, მიაქვთ საზაფხულო საკითხავები, რაც დაავალეს სკოლაში. ყველზე მოთხოვნადი არის მხატვრული ლიტერატურა, თუმცა სხვა თემატიკაც არის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური წიგნები, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. ჩვენც ვცდილობთ ხელი შეუწყოთ, ზოგს ასაკობრივად ლიტერატურას ჩვენ ვურჩევთ. არიან მკითხველები დარბაზშიც და გატანაც აქტიურად ხდება. ბავშვები მარნეულის სოფლებიდანაც მოდიან წიგნების გასატანად, ერთი გოგოა, რომელიც ზემო ყულარიდან ყოველდღე მოდის. ასე, რომ ბიბლიოთეკა მთელი წელი აქტიურია წიგნების გატანის მხრივ“.- გვითხრა ბიბლიოთეკარმა

მარნეულის ამერიკული კუთხის წარმომადგენელის, მელექ გულიევას თქმით, აგვისტოს თვეში კუთხე სეზონის შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

,,აგვისტოს თვეში აქტიურად მიშაობს ამერიკული კუთხე პერიოდი შესაბამისი აქტივობები. ახლა გვაქვს ჩელენჯი კითხვის საზაფხულ გამოწვევა ოქტომბერში დასრულდება. პროექტი ამ წუთას არ გვაქვს, რადგან ბავშვები ფიზიკურად არ არიან მარნეულში და რთულია რაიმე პროექტის დაწყება. ამიტომ თავს ვიკავებ ამ პერიოდში და მინდა სექტემბრიდან დავიწყო. კუთეში გვაქვს ახლა ფილმის ჩვენებები და ამ ფილმებს ბავშვები თავად არჩევენ. არის თამაშის დღეები ფილმის დღეები. ასევე სამაგიდო თამაშები ინგლისური ენის გამდიდრებისთვის“.-თქვა მელექ გულიევამ

მარნეულის კულტურის ცენტრში, ქორეოგრაფიული სტუდიები თავისი ქვეჯგუფებით, ინსტრუმენტულ ვოკლაური ჯგუფები, ხატვის წრე, საზი, სამუსიკო სკოლა, ხალიჩების ქსოვის სტუდია, ხელნაკეთი თოჯინების სტუდია, ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი, ვოკალური სტუდია და სპორტულ სამეჯლისო ცეკვების სტუდია ფუნქციონირებს. სწავლა სექტემბის დასაწყისში განახლდება.

გარეკანის ფოტო: მარნეულის კულტურის ცენტრი
Print