მარნეული-ლომთოგორა-ალგეთის ახლადდაგებულ და უკვე გაფუჭებულ გზას თავიდან შეაკეთებენ -გზების დეპარტამენტი
მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზაზე, რომლის დაგება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ასფალტის საფარი უკვე დაზიანებულია. რადიო ,,მარნეულმა" აღნიშნულის შესახებ მასალა, 10 დღის წინ  მოამზადა. გზით მოსარგებლე მძღოლები, ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, რომ შენებლობის დაწყება მთთვის სასიხარულო იყო, თუმცა ჯერ არ დასრუებული გზის საფრის დაზიანებამ გადაადგილების პრობლემა ისევ შექმნა. საკითხთან დაკავშირებით ამდრომდე რამდენჯერმე ვცადეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავკავშირებოდით. დღეს კი ფეისბუქ გვერდზე მივწერეთ, სადაც საპასუხოდ გვითხრეს, რომ მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის ხარვეზების შესახებ ინფორმაცი აქვთ და გამოსასწორებლად, კონტრაქტორ კომპანიას დავალება უკვე მიეცა.

,,კონტრაქტორ კომპანიას მიეცა დავალება, მათ სრულად და მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული ხარვეზები შეინიშნება საავტომობილო გზის ქვედა ფენაზე, რაც, სამწუხაროდ, ხშირი მოვლენაა სამუშაო პროცესში და შემდგომში აუცილებლად ექვემდებარება გამოსწორებას. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა არის მიმდინარე წლის 31 აგვისტო".- თქვეს დეპარტამენტში

მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა 15 კილომეტრის სიგრძისაა და ის საერთაშორისო მნიშვნელობის, თბილისი-წითელი ხიდის, ავტომაგისტრალს უკავშირდება. აღნიშნული გზის მეშვეობით უფრო ნაკლებ დროშია შესაძლებელი მარნეულიდან რუსთავში მოხვედრაც. საგზაო პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12,6 მილიონ ლარს შეადგენს. გზის მშენებლობის სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.



რადიო ,,მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები