კულტურის ცენტრმა ცეკვის, მუსიკის და სხვა წრეებზე მიღება გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პირველი სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით,  ცენტრში არსებულ ყველა სტუდიაში მოსწავლეების მიღება ცხადდება.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მარნეულის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრი" სიხარულით გაცნობებთ, რომ 01 სექტემბრიდან განახლდა სასწავლო პროცესი და გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!

01 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ცხადდება მიღება ორგანიზაციის ბაზაზე არსებულ ყველა სტუდიაში, შემდეგ სახელოვნებო მიმართულებებზე:

ქორეოგრაფიული ანსამბლი "ენგური"

პედაგოგი: ლევან ყურავა
ქორეოგრაფიული ანსამბლი"იბერია"

პედაგოგი: ბესარიონ კიპაროიძე
ვოკალურ-ინსტრუმენტალური ჯგუფი

ხელმძღვანელი: ამირან ნასყიდაშვილი

სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების სტუდია

პედაგოგი: თემურ გვარამაძე
ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი "ერა"

პედაგოგი: ბესარიონ გოგოლაშვილი

ქართული ხალხური საკრავების შემსწავლელი წრე

პედაგოგი: ბექა გუგეშაშვილი

აზერბაიჯანული ხალხური სიმღერებისა და ინსტრუმენტების შემსწავლელი წრე

პედაგოგი: სამანდარ ალიევი

ხატვისა და ხალხური რეწვის წრე

პედაგოგი: თამარ აბაშიძე

ვოკალის სტუდია

პედაგოგი: მაია ჯამალაშვილი

ხელნაკეთი თოჯინების და ნივთების შემსწავლელი სტუდია

პედაგოგი: არმენ ჰოვანესიანი
ხალიჩების ქსოვის შემსწავლელი სტუდია

პედაგოგი: ნავათ ანაზაროვა
ქ მარნეულის სამუსიკო სკოლა

დირექტორი: ირინე სამხარაძე
:- წერია განცხადებაში

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე : ტელ. 577 96 18 72 ან მიმართოთ კულტურის ცენტრს მისამართზე რუსთაველის ქუჩა №108.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები