8 სექტემბერს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა წიგნიერების დღეს აღნიშნავს
წიგნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რვა სექტემბერს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, პატარა მკითხველებისთვის ბიბლიოთეკარი მოთხრობებს წაიკითხავს, შემდეგ კი დისკუსია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

,, ჩვენს პატარა მკითხველებს ბიბლიოთეკარი წაუკითხავს საბავშო მოთხრობებს, გაიმართება დისკუსია, ვიმსჯელებთ და განვიხილავთ წაკითხულსა და გაგონილს. ღონისძიების ბოლოს კი პატარა მკითხველებს ელოდებათ სახალისო, შემეცნებითი თამაში.

ასაკი: 8–11 წელი.
დასწრება თავისუფალია".
- ნათქვამია განცხადებაში

ღონისძიება საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით 15:00 საათზე დაიწყება.
Print