თბილისში ბინებს მხოლოდ დოლარებზე აქირავებენ- მარნეულელი სტუდენტები ბინების გარეშე რჩებიან

თბილისში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ახალი სასწავლო წლის დაწყებას აუდიტორიებში ვარაუდობენ.

რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები დედაქალაქში ბინების ქირით აღებას ცდილობენ. სტუდენდების უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების მატებამ ბინებზე ქირის ფასის ზრდა განაპირობა. ჩვენს მიერ ჩაწერილი რესპონდენტები, მარნეულელი სტუდენტები ამბობენ, რომ მეპატრონეები ბინებს ხშირ შემთხვევაში დოლარში აქირავებენ. მათივე თქმით, ბინების ქირის ფასი წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა.

„ძალიან რთულია. ორი თვეა ვეძებთ სახლს ქირით. სად არ ვიყავით. დღეს დავაქირავებდით სახლს, ხვალ სხვა ფასს ვინც შესთავაზებდა აწლევდნენ მასზე აქირავებდნენ. ყველაზე იაფი სახლი 750-800 ლარია. შარშან ეს ფასი 350-400 ლარი იყო. ფასების მატებაში ორ მიზეზს ვხედავ. ერთი ის, რომ უკვე ყველამ დაიკავა ბინები. მეორე ის, რომ ტურისტების რაოდენობამ მოიმატა საქართველოში."

ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, თუ გაგიმართლა და ბინა იშოვე, უნივერსიტეტთან ან მეტროსთან ძალიან შორსაა. მსივე თქმით, ბოლო დროს სახლებს რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებზე აქირავებენ, რადგან ისინი უფრო მეტს უხდიან.

„გაიგებენ რომ აზერბაიჯანელები ვართ სახლს ან სხვას აქირავებენ ან ტელეფონს არ პასუხობენ. 3-4 თვის წინ 400 ლარად იყო 1 ოთახიანი ბინების ქირა. ამჟამად 600-700 ლარია. ვერ ვპოულობთ ბინას. თბილისის შესავლელში ძლივს ვნახეთ, ისიც იმ ფასად არ ღირდა. თვის ბოლოს უნივერსიტეტები იხსენება, ჩვენ რა უნდა ვქნათ?"

„საქართველოს მოქალაქეებზე მეტად რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებს ანჭებენ უპირატესობას. უკრაინელების გვესმის, რუსების როგორ უნდა გავუგოთ?"

"კვე ერთი თვეა რაც ვეძებ სახლს მაგრამ ვერ ვპოულობ“


„20 დღეა სახლს ვეძებთ. მაგრამ შეუძლებელია. სახლები წინანდელთან შედარებით 60-70% გაძვირებულია. მაქსიმუმ 2-3 კაცს აქირავებენ. 4-5 კაცს რომ ვამბობთ გიჟდებიან. არავინ ფიქრობს რომ სტუდენტი ვართ და თითო ვერ გადავიხდით 400-500 ლარს. ჩვენ სხვა ხარჯებიც გვაქვს და ოჯახებსაც უჭირთ. ისეთი ოჯახებია რომ 2-3 შვილი სწავლობს. ნამდვილად დავრჩი გამოსავალის გარეშე. არ ვიცით რა ვქნათ“

აღსანიშნავია, რომ იგივე პრობლემა მარნეულის მსგავსად სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტუდენტებსაც აწუხებთ, რომლებიც ამაზე ღიად საუბრობენ.

 

Print ელ. ფოსტა
თეგები: kira Marneulifm Tbilisi Tələbələr
FaceBook Twitter Google