მარნეულის საბავშვო ბაღებში წელს 1061 ბავშვი დარეგისტრირდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, რეგისტრაციის მეორე ეტაპი, ორ სექტემბერს დასრულდა. ბაგა-ბაღების გაერთიანებაში, რადიო ,,მარნეულს" უთხრეს, რომ 2022-2023 სასწავლო წელს, სულ 1061 ბავშვი დარეგისტრირდა, ხოლო სასკოლო მზაობის ალტერნატიულ ცენტრებში 403.

,, რეგისტრაცია დასრულდა და ეს ციფრი არის მთლიანობაში. ვინც ამ სასწავლო წელს დარეგისტრირდა.   რამდენი ბავშვია რეზერვში, ჯერ უცნობია ამის შესახებ ინფორმაცია და დაახლოებით 10 სექტემბრის მერე გვეცოდინება".-თქვეს ბაგა-ბაღების გაერთიანებაში

დარეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, სააღმზრდელო დაწესებულებების მიხედვით ასეთია:

ქ.მარნეულის N1 ბაღი- 145

ქ.მარნეულის N3 ბაღი- 243

ქ.მარნეულის N4 ბაღი- 139

სოფ. საიმერლო- 90

სოფ. სადახლო- 87

სოფ. ყიზილაჯლო- 58

შაუმიანის ახალი დასახლება- 8

სოფ. შაუმიანი- 26

სოფ. ალგეთი- 120

სოფ. თამარისი- 22

სოფ. კაპანახჩი- 71

სოფ. ხიხანი- 11


მარნეულის საბავშვო ბაღებში პირველ ეტაპზე 872 აღსაზრდელი დარეგისტრირდა, სასკოლო მზაობის ჯგუფებში კი 192.  

მუნიციპალიტეტში სულ 14 საბავშვო ბაღია, საიდანაც 2022-2023 სასწავლო წელის სააღმზრდელო პროცესს მხოლოდ 11 მათგანი განაახლებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები