მარნეულის ამერიკული კუთხე ახალგაზრდებს ახალ პროექტს სთავაზობს
მარნეულის ამერიკული კუთხე 14-17 წლის ახალგაზრდებს პირისპირ პროექტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ისინი ისწავლიან, როგორ უნდა დაწერონ ელ-ფოსტა, სამოტივაციო წერილი და ესსე ინგლისურ ენაზე. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

,,მარნეულის ამერიკული კუთხე გთავაზობთ პირისპირ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში წერითი უნარების გაუმჯობესებასა და განვითარებას. პროექტის ფარგლებში 14-17 წლის მოსწავლეები ისწავლიან, როგორ უნდა დაწერონ ელ-ფოსტა, სამოტივაციო წერილი და ესსე ინგლისურ ენაზე". - წერია განცხადებაში

პროექტში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები