მერიის შენობის რეაბილიტაციის ტენდერი 25 931 ლარით გაზარდეს - მეხუთედ გამოცხადებული ტენდერი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი მეხუთედ  გამოცხადდა.

დაახლოებით შვიდი თვეა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობა სამუშაოებისათვის ტენდერებს უშედეგოდ აცხადებს. სამჯერ ჩაშლილ ტენდერზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვუგარ მამედოვმა გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტი ტენდერების ჩაშლის მიზეზებს აუცილებლად გამოიკვლევდა, გადაფასებას მოახდენდა და ახალი ტენდერი, სავარაუდოდ, გაზრდილი ფასით გამოცხადდებოდა.  

მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის ტენდერი აგვისტოს თვეში 25 931 ლარით გაზარდეს, თუცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ახალი ტენდერი იმავე ფასით ახლა 22 სექტემბერს გამოაცხადეს. მასში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები მუნიციპალიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

პროექტით გათვალისწინებულია პირველ სართულზე მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესის გამარტივების მიზნით კანცელარიის ოთახის ფართის გაზრდა და შუალედური რგოლის სახით ფართის  გამოყოფა.  ასევე პირველ სართულზე პროექტით გათვალისწინებულია კორიდორის კედლების ლესვა-ღებვა და მასზე გამჭოლი კარების შეცვლა. პირველი სართულის ოთახების ნაწილში გათვალისწინებულია სარემონტო სამუშაოები. მეორე სართულზე იგეგმება არსებული სან.კვანძის განახლება და არსებულ სამუშაო ოთახში ახალი სან.კვანძის მოწყობა. მესამე სართულზე გათვალისწინებულია კიბის უჯრედის კედლების შეფითხვა, ღებვა და სხვა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები