მარნეულის მერიამ 14 910 ლარის საბეჭდი ქაღალდი შეიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 14 910 ლარის საბეჭდი ქაღალდი შეიძინა.
დგილობრივმა თვითმმართველობამ A4 ზომის უმაღლესი საბეჭდი ქაღალდი გამარტივებული წესით შპს "გლობუსი ემ-ბე"-სგან იყიდა. აღნიშნულის შესაძენად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თხოვნით მარნეულის მერს კენან ომაროვს მერიის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ სეხნიაშვილის მიმართა.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში 2022 წლის ბოლომდე ჩვენი გაანგარიშებით გვესაჭიროება 200 ყუთი A4 ზომის უმაღლესი ხარისხის საბეჭდი ქაღალდი. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება“

მარნეულის მერიამ 1000 შეკვრა საბეჭდი ქაღალდი იყიდა და თითოში 14.91 ლარი გადაიხადა.

ქაღალდების ტრანსპორტირება მერიას 150 დაუჯდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები