მერიას პოლონეთის, სლოვაკეთის და კანადის დელეგაციების გამასპინძლება 26 237 ლარი დაუჯდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას პოლონეთის, სლოვაკეთის და კანადის დელეგაციების გამასპინძლება 26 237 ლარი დაუჯდა. ოფიციალური ვიზიტით მყოფი სტუმრების სარესტორნო მომსახურება ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული წესით შეისყიდა. მიმდინარე წლის 30 სექტემბერს მუნიციპალიტეტმა სტუმრები მარნეულში მდებარე რესტორნ „სადღეგრძელოში“ წაიყვანა და 9002 ლარის ხელშეკრულება ინდმეწარმე ვლადიმერ ქიმაძესთნ გააფორმა.  ამავე რესტორანში 1 ოქტომბერს მერიამ სტუმრები მეორედ მოიყვანა და 8842 დახარჯა. ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თხოვნით მარნეულის მერს, კენან ომაროვს ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა (დროებით მოვალეობისშემსრულებელი) მამუკა შუბითიძემ მიმართა.

„მოგახსენებთ, რომ ამა წლის 30 სექტემბერს, სამი დღის განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს პოლონეთის, ლიეტუვის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის და კანადის წარმომადგენლობით დელეგაციებს. 30.09.2022- 02.10.2022 განმავლობაში გაიმართება ოფიციალური სამუშაო შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიზიტის ფარგლებში, საჭიროა სტუმრების სასტუმროში განთავსება (საუზმით), თარჯიმნის მომსახურება და სამი დღის განმავლობაში, დელეგატების სადილით და ვახშმით გამასპინძლება. ყოველივე ზემოაღნიშნული ემსახურება მარნეულის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას, მემორანდუმის ფარგლებში დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებთან კავშირების გამყარებას და სამომავლო კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას“

დელეგაცების ვიზიტის პერიოდში ,მერიამ თანხა ასევე გადაუხადს სარესტორნო მომსახურებისათვის (4052 ლარი) შპს "ჯი ემ თი მთაწმინდა"-ს და შპს KILIM-ს, რომელსაც 4 341 ლარი გადაუხადა.

კანადის, პოლონეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკებიდან დელეგაციები მარნეულის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით 30 სექტემბერს ჩამოვიდნენ.

დელეგაციებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ზაურ დარგალმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები