მერიის განცხადების მიუხედავად კიროვკელები სოფლისთვის მამეის დარქმევას მაინც ითხოვენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის მოსახლეობის მოთხოვნა, სოფლისათვის სახელ „მამეის“ დარქმევასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელი რჩება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისტორიულად სოფელს „მამეი“ ერქვა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს სოფელს კიროვკა დაარქვეს დასახლებას ყველა მამეით იცნობს.

„63 წლის ვარ და სულ გვესმოდა რომ სოფელს მამეი ერქვა. მერე კიროვკა დაარქვეს. ახლა ალბათ რუსეთის გამო უნდათ შეცვლა კიროვკის. ჩვენც ვითხოვთ რომ რგორც ძველებურად მამეი იყო, ისევ ის სახელი დაერქვას“. - ფახრადინ მუსაევი

„ძველი სახელი მამეია. მეზობელ სოფლებში სადაც გინდათ მიდით კითხეთ ყველა იტყვის რომ მამეია სოფლის სახელი“. - აცხადებს აჯიხალილ მუსაევი

„სოფლის მაცხოვრებლების მოთხოვნა ისაა, რომ სოფლის სახელი დააბრუნონ. მამეი დაარქვან. ჩვენ სახელი კიროვკა არ გვინდა. სახელის შეცვლა უნდათ და სხვა რაღაცას დაარქმევენ. გვინდა რომ მამეი იყოს“. - თქვა რამალ მუსაევმა

სოფელ კიროვკისათვის სახელის შეცვლის პროცესი მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად სოფლის მოსახლეობას რამდენიმე სახელი შესთავაზეს, მაგრამ მათ შორის არ ყოფილა მოსახლეობისაგან მოთხოვნილი სახელი „მამეი“. 2022 წლის 14 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე კი მერისს სახელდების კომისიის წევრმა გააკეთა განცხადება, თუ რატომ არ დაერქმევა სოფელს „მამეი“. საკრებულოს სხდომაზე ირინე მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ კიროვკელების მოთხოვნილი სახელი ისტორიულ წყაროებში არ ფიქსირდება. ცნობებია სახელწოდება „მამაი“-ს შესახებ ხოლო ეს სახელი ორ ისტორიულ ფიგურას შეიძლება უკავშირდებოდეს. მაჭარაშვილის განმარტებით მამაი შესაძლოა იყოს დაკავშირებული ოქროს ურდოს მთავარსალის ან წმინდანის სახელთან.
კიროვკის მოსახლეობა მერიის განმარტების მიუხედავად სოფლისათვის კვლავ მათთვის სასურველი სახელის დარქმევას მოითხოვს.

„უკვე რამდენჯერ ინტერვიუც მივეცით სოფლის სახელწოდებასთან დაკაშირებით. გვინდა რომ სახელმწიფომ დაარქვას ეს სახელი. ამას მაინც შეასრულებენ იმედია. სამინისტორს უნდა მივმართოთ, წერილი უნდა დავწეროთ, რამდენიმეჯერ მივმართეთ კიდეც მაგრამ არ დაგვეხმარნენ. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნაც ესაა რომ სოფლის სახელი დაუბრუნონ“. - გვითხრა ადილხან გუსეინოვი

„ეს სახელი რატომ უნდა შეიცვალოს. ეგ რისთვისაა? სულ ასე იყო და ვცხოვრობდით რა მნიშვნელობა აქვს სახელის შეცვლის. კიროვკა რუსული სახელია, მაგრამ მამეი არის ჩვენი წინაპრებისაგან დარჩენილი. შეიკრიბნონ და დაველაპარაკოთ, მოსახლოება რასაც მოისურვებს ის იყოს. ჩემი აზრით მამეი უნდა დარჩეს“ - ქერემ მირზაევი

ისტორიის განმავლობაში მამეი ერქვა სოფელს. არქივიდანაც ამოვიღეთ და მივეცით საუბუთი. სულ ადრეც ბორჩალოს რაიონის სოფელი მამეი ერქვა ამ სოფელს. ახლაც მამეი უნდა იყოს. სხვა სახელი რატომ უნდა დაერქვას. ისტორიული სახელი ესაა და ეს უნდა იყოს. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანოშ გავასაჩივრებთ ამ საკითხს, უმცირესობების უფლებები ირღვევა. სოფელს მამეი ჰქვია და სხვა სახელი რატომ უნდა დაარქვან. რის საფძვლეზე? ქართველები ამბობენ, რომ ეს ოქროს ურდოს სარდალის სახელია მამაი, მაგრამ ასე არაა. სიტყვა მამისაგან მოდის ეს სახელი, მამასოფელი ერქვა და ერთი ი დაამატეს ბოლოში. ოქროს ურდოს რა უნდა აქ. მამაი ხანი არასდრის არ ჩამოსულა აქ. 1381 წელს მოკლეს. სოფელს 34 წლის წინ კიროვკა დაარქვეს. რეპრესიის წლები იყო და ხალხმა ხმა ვერ ამოიღო. მე როგორც მოქალაქე, ინტელიგენტი, ვამბობ რომ სოფელის სახელი მამეი უდნა იყოს. არამხოლოდ ჩვენი სოფლის მკვიდრები, ყველა აზერბაიჯანელი მოსახლეობა უნდა ადგეს ფეხზე და თქვას რომ ამ სოფელს ერქვა მამეი და ასე უნდა დარჩეს. თუ არ დაარქმევენ პირველ რიგში საქართველოს მთავრობას მივმართავთ. მერე ევროკავშირს, მერე გაეროს ადამიანის უფლებეთა კომიტეტს რომ ჩვენ როგორც ეროვნულ უმცირესობას არ გივცავენ და გვეუბნებიან, რომ ამ სოფლის სახელი ოქროს ორდოს უკავშირდება. კიდევ გეუბნებით ეს ასე არაა“. - აცხადებს ბილალ მამედოვი

სოფელ კიროვკისათვის სახელის შეცვლის პროცესი ამ ეტაპამდე მიმდინარეობს. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ უნდა განსაზღვროს თუ რამდენად შეესაბამება სოფლის მოსახლეობის და მარნეულის მერიის მიერ შეთავაზებული სახელები სოფელს. მარნეულის მერიას სოფლისათვის ორი სახელი აქვს შერჩეული. „მეგობრობა“ - როგორც ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეგობრობის აღსანიშნავი სახელი და „მწვანე გორა“ - სოფელში ისტორიულად განვითარებული მეტალურგიის წარმოსაჩენად და არტეფაქტების პოპულარიზაციისათვის.

მარნეულის მერიის წარმომადგენელის განმარტებას, თუ რატომ არ შეიძლება სოფელს ეწოდოს „მამეი“ გამოეხმაურა პლატფორმა სალამიც, რომელმაც განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. პლატფორმა „სალამი“ მუნიციპალიტეტს, ცენტრალურ ხელისუფლებას, მეცნიერ-მუშაკებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სხვა სათემო აქტივისტებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით და არ მისცენ მუნციპალიტეტის გარკვეულ თანამშრომლებს ამ საკითხით მანიპულიების თუ დეზინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები