მარნეულში ზრდასრული შშმ პირებისთვის დღის ცენტრში მიღება დაიწყო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრული პირებისათვის მარნეულის დღის ცენტრში მიღება დაიწყო. ეს არის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველი დაწესებულება, სადაც 18 წელს ზემოთ მყოფ შშმ პირებს ადგილზე შეეძლებათ სპეციალური სერვისების მიღება.

ცენტრი ორგანიზაცია „ბავშვი ოჯახი საზოგადოება“-ს მიერ, სოფელ ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს და ამ დრომდე მომსახურების გაწევა 0-დან 7 წლამდე და 7-დან 18 წლამდე ადამიანებისთვის შეეძლოთ. როგორც რადიო
„მარნეულთან“ საუბრისას დღის ცენტრის პროგრამული მენეჯერი, ფიდან ასკეროვა ამბობს, დღის ცენტრისთვის ვაუჩერი უკვე აიღო 18 წელს ზემოთ მყოფმა ორმა ბენეფიციარმა.

„აუცილებელია ფორმა ასი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, პირადობის მოწმობის ასლი და თუ 18-წელს ქვემოთ არის, დაბადების მოწმობის ასლი.  ეს ყველაფერი უნდა მიიტანონ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომ იქ გაიარონ რეგისტრაცია. შემდგომ უკვე მოსდით ვაუჩერი და ამ ვაუჩერის საფუძველზე ჩართულები არიან პროგრამაში. 18 ქვემოთ ადამიანებთან შეიძლება ითქვას უფრო მეტად აკადემიურ უნარებზეც ვმუშაობთ, რადგანაც სკოლაში ჩართულები არიან და ამ მხრივ ვაძლიერებთ ბენეფიციარებს, მაგრამ 18 წელს ზემოთ უფრო ფუნქციურ უნარებზე ვამახვილებთ ყურადღებას, რათა უფრო მეტად ჩავრთოთ ეს ადამიანები სოციალურ გარემოში და უფრო მეტად გახდნენ დამოუკიდებლები. აქ იქნება ფსიქოლოგის მომსახურება, სპეციალური მასწავლებლის, ლოგოპედის, მეტყველების თერაპევტის. ასევე სხვადასხვა თერაპიებია - მაგალითად, არტ და მუს თერაპია. ეს ყველაფერი მაშინვე, როდესაც ეს სერვისი დაიწყებს ფუნქციონირებას“

„ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას“ ფაქტობრივად პირველი ორგანიზაციაა მარნეულში, რომელმაც მუშაობა შშმ პირებთან  რვა წლის წინ დაიწყო.  დღის ცენტრში ამჟამად 7-დან 18 წლამდე 19 ბენეფიციარია.

„2015 წლიდან დაიწყო ორგანიზაციამ მუშაობა. 2013 წლიდან გარკვეულ კვლევებს ატარებდნენ საჭიროებების გამოსაკვლევად. 2015 წლიდან USAID-ის პროგრამის ფარგლებში დაიწყო მუშაობა სენსორული დარღვევის მქონე ბავშვებთან. მოგვიანებით ადრეული განვითარების პროგრამა დაგვემატა. ეს არის 0-7 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ასევე რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები და ამ ბავშვებთან ძირითადი მომსახურება არის ბინაზე ვიზიტები. ადრეული განვითარების სპეციალისტების მთავარი მიზანია გააძლიეროს ოჯახი, მშობლები, გაააქტიუროს ან აუმაღლოს მათ ცნობიერება მათი ბავშვების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. 2020 წლიდან კი უკვე გვაქვს დღის ცენტრის პროგრამა, სადაც ჩართულია 7-დან 18-წლამდე ბენეფიციარები"

ფიდან ასკეროვას განმარტებით პრობლემაა ინფორმაციული კუთხის თვალსაზრისითაც. თუმცა ისინი ცდილობენ შეხვედრები ჩაატარონ სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან.

„როდესაც სერვისები და პროგრამები საერთოდ არ არსებობდა, ძალიან რთული იყო ინფორმაციის გავრცელება. შეხვედრები გვქონდა ხოლმე მერიაში, ცალკე მშობლებთან და სოფლის ექიმებთან. ახლა უკვე თვითონ მშობლებსაც აქვთ ინფორმაცია და ისინი სხვა მშობლებსაც უზიარებენ ხოლმე ინფორმაციას.“

3 დეკემბერს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვის წახალისება და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება.

გარეკანის ფოტო: "ბავშვი, ოჯახი საზოგადოება"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123