ბლინკენი თვლის, რომ პუტინი დიპლომატიის მიმართ ინტერესის ნიშნებს არ ავლენს
ვაშინგტონი ვერ ხედავს ნიშნებს, რომ მოსკოვი დაინტერესებულია, უკრაინაში ომი მოლაპარაკებით დამთავრდეს, განაცხადა 4 დეკემბერს CBS News-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„დიპლომატიას ყოველთვის აქვს ფასი, თუ მხარეები, რომლებზეც ლაპარაკია, ამ შემთხვევაში, რუსეთი, მართლა არიან დაინტერესებული შინაარსიანი დიპლომატიით“,
- თქვა ბლინკენმა. „რასაც ჩვენ ვხედავთ, სულ მცირე, ბოლო ხანებში, საპირისპიროზე მეტყველებს“, - უთხრა CBS News-ს სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეცვალა ტაქტიკა ბრძოლის ველზე წარუმატებლობის შემდეგ.

ბოლო კვირებში რუსეთის არმია ბომბავს უკრაინის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო ობიექტებს მთელ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინის არმიის მიერ ახლახან განთავისუფლებულ არეალებში.

1 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის მოილაპარაკოს პუტინთან, თუ რუსეთის ლიდერი აჩვენებს, რომ მართლა სურს დასრულდეს უკრაინაში შეჭრა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები