მარნეულის გენდერული საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.


6 დეკემბერს, მარნეულის ცენტრალურ სკვერში, კიდევაც დაიზრდებიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მარნეულის გენდერული საბჭოს ინიციატივით ჩატარდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი აქტივობა. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გენდერული საბჭოს მდივანმა, ია ესებუამ თქვა, ღონისძიების გამართვა დილის საათებშია დაგეგმილი.

„მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი თანამშრომლები. მაისურებს ჩავიცვამთ, რომელსაც ეწერება არა ძალადობას და ასევე ნარინჯისფერ ბუშტებს გავუშვეთ“

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები