სოფელ კიროვკას სკოლას დემონტაჟი ჩაუტარდება - რესურსცენტრი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლას დემონტაჟი ჩაუტარდება. რადენიმე თვეა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებამ სასწავლო პროცესი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო შეაჩერა და სწავლებას მეზობელ სოფელში, დამიაგეურარხში აგრძელებს.

როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივი რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი გახრამანოვმა განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შვიდი ავარიული სკოლაა, რომლებიც რემონტს აღარ ექვემდებარებიან და ახლის აშენებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ სოფელ კიროვკას საჯარო სკოლაში დაბზარული კედლების და ნახევრად დაშლილი იატაკის ფონზე, რეაბილიტაციაზე საუბარი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

ჯერჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია, როდის განხორციელდება სკოლის რეაბილიტაცია ან რამდენი ლარი გამოიყოფა მშენებლობაზე. როგორც რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გვითხრა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ დონეზე, დემონტაჟის გაკეთების თაობაზე.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები