კაჩაგნის და კასუმლოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კაჩაგანის და კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულში მახარატ ალახვერდიევმა ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მახარატ ალახვერდიევმა თქვა, რომ ის კვლავ რჩება საკრებულოში.

„ფრაქცია დავტოვე, მაგრამ საკრებულოში კვლავ ვრჩები. ჯერ არ ვიცი პარტია „ქართულ ოცნებას“ დავტოვებ თუ არა“. - აცხადებს მახარატ ალახვერდიევი

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კაჩაგანის და კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულებში არ ამბობს, თუ რატომ მიიღო ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, ფრაქცია საკუთარი სურვილით დატოვა.

მახარატ ალახვერდიევმა მარნეულის საკრბეულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ განცხადება 2022 წლის 4 დეკემბერს დაწერა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები