რა სერვისებია გაწერილი ახალგაზრდებისთვის მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას 2023 წლის განმავლობაში ახალგაზრდების მხარდაჭერისათვის ბიუჯეტში 110 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. ახალგაზრდებისათვის გამოყოფილი თანხა თავის მხრივ უნდა გადანაწილდეს ახალგაზრდების განვითარების მხარდამჭერი სისტემის შექმნაში, სტუდენტთა მგზავრობის დაფინანსებაში, ახალგაზრდული იდეების კონკურსსა და სტუდენტთა წახალისებაში.

„ახალგაზრდობის განვითარების მხარდამჭერი და ინსტიტუციონალურად ჩამოყალიბებული სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არაფორმალური განათლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნასა და თანაბარ შესაძლებლობებს. საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესი“ შესაბამისად გამოცხადდება ახალგაზრდული იდეების კონკურსი, ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების და აქტიური ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად“. - აღნიშნულია ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის მიზნებში

ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის მიხედვით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების წესის“ და „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის“ შესაბამისად, სტუდენტებს წახალისების მიზნით, გადაეცემათ მერის ჯილდო და თვითმმართველობის მიერ მოხდება აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯების უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას 2022 წლის განმავლობაში ახალგაზრდული იდეების კონკურსი არ გამოუცხადებია.

მგზავრობის ხარჯებით სარგებლობისთვის, სასწავლო სემესტრის განახლებასთან ერთად, სტუდენტის სტატუსის მქონე პირებმა მერიაში ხელახლა უნდა წარადგინონ დოკუმენტები.

საბუთების მიღება 20 მარტამდე გაგრძელდება. პროგრამა გულისხმობს სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯით დახმარებას, თვეში 50 ლარის ოდენობით, კალენდარული წლის განმავლობაში - 10 თვე.

დაფინანსებით სარგებლობა მხოლოდ გარკვეული სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებს შეეძლებათ. პროგრამით ვერ ისარგებლებენ ,,4+1 პროგრამის“ ფარგლებში მოსამზადებელი კურსის მსმენელი და პირველი სასწავლო კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტი.

მგზავრობის ხარჯებით დახმარება გაეწევა:


· სოციალურად დაუცველ სტუდენტს (არაუმეტეს 30 000 სარეიტინგო ქულის მქონე);
· სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტს;
· მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს (არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში);
· პედაგოგიკის სპეციალობების სფეროში (არანაკლებ A,B,C – აკადემიური ქულების მქონე):
· დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტს;
· ქართული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტს;
· ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს;
· ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტს;
· ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტს;
· ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტს;
· მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტს;
· იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე სტუდენტს;
· მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტს (არანაკლებ 3 არასრულწლოვანი 18 წლამდე შვილი);
· სტუდენტს, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია;
· ვეტერანის შვილ სტუდენტს;
· უდედმამო სტუდენტს.

დაინტერესებულმა პირებმა განცხადება, დადგენილებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინონ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში ან გააგზავნონ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ მეილზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it -ზე

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები