„მარნეულის ახალგაზრდულ იდეაში“ პროექტების შეტანა 31 იანვრამდეა შესაძლებელი
„მარნეულის ახალგაზრდულ იდეაში“ პროექტების მიღება კვლავ გრძელდება. ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საკონკურსო განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.

„გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ახალგაზრდების ან თქვენი ადგილობრივი თემის განვითარებაზე მოახდენს გავლენას? გაქვთ კარგი იდეა, რომლის განხორციელებაც თქვენ და თქვენს გარშემომყოფებს გააქტიურებს და ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას შეეცდება? თუ დიახ, მაშინ შეგიძლიათ განაცხადით მიმართოთ ახალგაზრდულ იდეას მაქსიმუმ 960 ლარის ოდენობის გრანტისათვის, რომ თქვენი ეს იდეა განახორციელოთ!“ - აღნიშნულია პროექტის განაცხადში

„მარნეულის ახალგაზრდულმა იდეამ“ საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა სამი პრიორიტეტული საკითხი.
ეს საკითხებია:
განათლების ხარისხი
გენდერული თანასწორობა
ბულინგი
სწორედ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით შეუძლიათ მარნეულელ ახალგაზრდებს საპროექტო წინადადებების წარდგენა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 15-დან 24 წლამდე მარნეულელ ახალგაზრდებს. პროექტის ფარგლებში არ ფინანსდება-ხელფასი, ჰონორარი, ექსკურსია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები