გრაფიკული დიზაინის და ციფრული მარკეტინგის შესასწავლად მარნეულელი ქალქებისთვის „ციფრული სკოლა“ იწყება
მარნეულელი ქალებისათვის „ციფრული სკოლა“ იწყება. სკოლის ფარგლებში ქალებს ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ ისეთ პროფესიებს როგორიცაა, გრაფიკული დიზაინი და ციფრული მარკეტინგი.

„კავშირი „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ციფრული სკოლა“ მარნეულში, იწვევს ქალებს 18 წლიდან ციფრულ სკოლაში, სადაც მათ უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, სრულიად უფასოდ, შეისწავლონ დღეს ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ციფრული პროფესიები: გრაფიკული დიზაინი და ციფრული მარკეტინგი. შერჩეული აპლიკანტები კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გრძლევადიანად დასაქმდებიან სარეკლამო სააგენტოში“. - აღნიშნულია მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების განცხადებაში

უფასო ციფრულ სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველმა ქალებმა რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და შესასწავლი პროფესიის მიხედვით შევსებული კითხვარი უნდა გააგზავნონ მეილზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

„სათაურში მიუთითეთ დასახელებული ციფრული პროფესიებიდან ერთ-ერთი (ან გრაფიკული დიზაინი ან ციფრული მარკეტინგი). არასრულად გამოგზავნილი დოკუმენტები და შევსებული კითხვარი არ განიხილება. უპირატესობა მიენიჭებათ ქვემო ქართლში მცხოვრებ მარტოხელა დედებს და „4+1“ პროგრამის მონაწილეებს“. - აღნიშნულია განცხადებაში

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17 თებერვალი.

გრაფიკული დიზაინის კურსის არჩევის შემთხვევაში შესავსები კითხვარი :
https://forms.gle/LBcHB7Rf6ATWMvjJA

ციფრული მარკეტინგის კურსის არჩევის შემთხვევაში შესავსები კითხვარი :
https://forms.gle/Bspw58mpKBzbpn2f6

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ნომერზე: (+995) 598 555 715

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ახალი ამბები