„თუ ეს გოგო სახლიდან არ გაიქცეოდა, არავის ეცოდინებოდა და დაემორჩილებოდა“- რატოა მნიშვნელოვანი ნიშნობის კანონით დარეგულირება
სამოქალაქო აქტივისტი, თოზუ გულმამედლი, მარნეულში 15 წლის გოგოს იძულებით ნიშნობის ფაქტს ეხმაურება.

ამბობს, რომ იძულებით ნიშნობა სამართლებრივად მეტად დარეგულირებული უნდა იყოს. თოზუ ფიქრობს, რომ ნიშნობ სამართლებრივად რომ კონტროლირებადი გახდეს, მშობლები და საზოგადოება ამ კუთხითაც შეცვლის მიდგომას და გაიზარებს დანაშაულის შედეგებს.

„დღევანდელ მდგომარეობას რომ შევხედოთ, თუ ეს ფაქტი არ იქნებოდა, თუ ეს გოგო სახლიდან არ გაიქცეოდა, ამის შესახებ არავის ეცოდინებოდა და გოგოც დაემორჩილებოდა. ასე ხდება ხოლმე ზოგადად. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა გოგოს ნების წინააღმდეგ, ან თუნდაც თავისი ნებით, როცა 16 წლის ქვემოთ არის, ეს ნებათ არ ითვლება იმიტომ, რომ ბავშია. ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა ნების წინააღმდეგ ინიშნება გოგო და ვერაფერს აკეთებს. ამ შემთხვევაში კანონით ვერაფერს აკეთებს იმიტომ, რომ გოგოზე არიან დამოკიდებულები. გოგო თუ ეტყვის მე იძულებით ვარ დანიშნული, მაგ შემთხვევაში იწყება გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით არაფერია გათვალისწინებული ნიშნობისთვის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ნიშნობა კანონში იყოს შეზღუდული, აკრძალული . ეს ჩანაწერი ჩვენ დღეს არ გვაქვს, მაგიტომაც ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ ადრე გვეგონა, ბავშვი ჩემია, რასაც გვინდა იმას ვიზამთ (რ აასაკშიც მინდა იმ ასაკში გავათხოვებ). როცა კანონი მიიღეს, რომ 16 წლამდე მშობელსაც არ აქვს უფლება შვილი დააოჯახოს, ზოგადი მიდგომა შეიცვალა. ახლა ვერავინ იტყვის ახლა ჩემი შვილს თუ მინდა 13 წლის ასაკში გავათხოვებო. უფრო აქვთ გააზრებული, რომ არ აქვთ უფლება თავიანთი შვილი ადრეულ ასაკში გაათხოვონ"

აქტივისტის დაკვრვებით, ნიშნობები ხშირად არ ხმაურდება, თუმცა წლების განმავლობაში ამ პრობლემაზე ღიად საუბარი და გარკვეული საკანომდებლო ცვლილებები არასრულწოვან გოგონებს გაბედულ ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას აძლევს. ფიქრობს, რომ სახელმწიფო მათ მეტად უნდა უჭერდეს მხარეს

„ნიშნობები სულ იყო, იქნება კიდევაც, მაგრამ მთავარი თემა არის, რომ ჩვენ იქამდე მივდივართ, ხმას იღებენ ჩვენი გოგოები იძულებით ნიშნობაზე. ჩვენ ბოლო პერიოდში დავიწყეთ მათთვის ახსნა, რომ ეს ეს დაუშვებელია. ვინმე კი აღარ გვეუბნება, თვითონ ბავშვი ხვდება, რომ ეგ არასწორია. რომ მაგის უფლება მშობელს არ უნდა ჰქონდეს. რაღაცნაირად კარგისკენ კი მივდივართ, მაგრამ ვიქრობ, რომ მხარდაჭერილი უნდა იყვნენ სახელმწიოს მხრიდან. არა მარტო გახმაურებულ შემთხვევებში, ზოგადად ყველა შემთხვევაში. აკრძალული უნდა იყოს ბავშვის ნიშნობა.“

3 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინიტრომ დააკავა პირი, რომელიც მარნეულში 15 წლის გოგოს იძულებით ნიშნობაშია ბრალდებული. ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ შსს-ში დაუდასტურეს და თქვეს, რომ გოგო ახლა უსაფრთხო ადგილას იმყოფება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 150 -ე მუხლით.

126-ე მუხლი ძალადობას, ხოლო 150-ე მუხლი იძულებას გულისხმობს.

რადიო „მარნეულის“ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის წევრია.

ადგილობრივი მედიიის, Aktual.ge-ს ინფორმაციით მარნეულში15 წლის გოგო გაუჩინარდა. შემთხვევა 2 თებერვალს მოხდა. მოზარდი იძულებით დანიშნეს რის გამოც 15 წლის გოგო სახლიდან გაიქცა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები