რა პროექტის განხორციელებას დაუჭირეს მხარი წერეთელში
დღეს, 8 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასახლების საერთო კრება გაიმართა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მამუკა შუბითიძემ განაცხადა, რომ მერიის წარმომადგენლებმა სხდომის ლეგიტიმაციისათვის საჭირო ხელმოწერების რაოდენობა შეაგროვეს. მისივე განმარტებით, საერთო კრების ჩასატარებლად 100 ხელმიწერაც საკმარისი იქნებოდა, მერიის წარმომადგენლებმა კი 100-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.

დასახლების საერთო კრებაზე მამუკა შუბითიძემ განაცხადა, რომ სოფელ წერეთელიდან მერიაში ორ პროექტთან დაკავშირებით იყო წუნადადება შესული.

პირველი წინადადება რომელაშვილის ქუჩაზე არსებული სტადიონის მიმდებარედ საბავშვო-გასართობი სკვერის მოწყობას გულისხმიბდა, ხოლო მეორე წინადადება ნადირაშვილის ქუჩაზე სკვერის მოწყობას.

დასახლების საერთო კრების მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს რომელაშვილის ქუჩაზე საბავშვო-გასართობი სკვერის მოწყობას.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სოფელ წერეთლისათვის 20 000 ლარუა გამოყოფილი.

რადიო "მარნეული"
Print