სოფლის კრებაზე იმირში გარე განათებას, იმირჭალაში კი გზის მოხრეშვას დაუჭირეს მხარი
8 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირსა და იმირჭალაში „სოფლის კრება“ გაიმართა.

შეხვედრისათვის იმირის შემთხვევაში 200 ხელმოწერა იყო საჭირო, ხოლო იმირჭალაში 20%. როგორც მერიის წარმომადგენლებმა რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, სხდომა ლეგიტიმურად ითვლება ხელმომწერთა მესამედითაც და ორივე სოფელში საკმარისი რაოდენობა შეგროვეს. იმირისათვის 20 000 ლარია გამოყოფილი, იმირჭალასათვის - 12 000. 

ადგილობრივება იმირში გარე განათებას დაუჭირეს მხარი, ხოლო იმირჭალაში გზების მოხრეშვას.

მოსახლეობასთან შეხვედრები 1-დან 15 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 12 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები