ქვემო სარალისათვის გამოყოფილი 20 000 ლარით სასაფლაო შემოიღობება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალში სასაფლაო შემოიღობება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სარალისათვის 20 000 ლარი გამოიყო. მერიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური გრაფიკის მიხედვით, ქვემო სარალში კრება ჩატარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა თუ 200 ხელმოწერა შეგროვდება. სოფელში 200 ადამიანი ნამდვილად არ შეკრებილაა, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სხდომის ლეგიტიმაციისათვის ხელმომწერთა მესამედიც საკმარიასია.

მოსახლეობასთან შეხვედრები 1-დან 15 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 12 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

მარნუელის მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თქვენს სოფელში შეხვედრაზე მისვლას, შეგიძლიათ შეხვედრის ჩატარების თარიღამდე გააგზავნოთ თქვენი ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it შევსებული სპეციალური ფორმის სახით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები