რადიო "მარნეული" მერიაში წერილის შეტანაში დახმარებას გთავაზობთ
თუ ხედავთ რომ თქვენს ქუჩაზე, სოფელში, ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში არსებობს პრობლემა, მაგრამ ენის ბარიერის ან შესაბამისი გზების არცოდნის გამო ვერ მიმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემის მოგვარების თხოვნით, შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ და დაგეხმარებით მერიასთან ოფიციალურ კომუნიკაციაში.

მოგვწერეთ თქვენს წინაშე არსებული პრობლემის შესახებ და ჩვენ დაგეხმარებით ოფიციალური წერილის მომზადებაში. მივმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობას და მივადევნებთ თვალყურს მათ პასუხს. თქვენ არ მოგიწევთ წერილზე პასუხის ლოდინი დიდი ხნით, რადგან ჩვენ შევეცდებით მერიისაგან პასუხი მივიღოთ კანონით განსაზღვრული დროსი ფარგლებში.

ამასთანავე, თუ თქვენ არ გსურთ თქვენი სახელითა და გვარით მერიისათვის წერილის მიწერა, ჩვენ შეგვიძლია მერიას მივმართოთ რადიო „მარნეულის“ სახელით და ისინი მაინც იქნებიან ვალდებული გაგვცენ პასუხი, რომელსაც შემდგომ თქვენ გადმოგიგზავნით.
ნებისმიერ დროს მოგვწერეთ რადიო „მარნეულის“ ფესიბუქ გვერდზე ან მეილზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it , ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 557 99 44 15 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვილით, დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.

Print