მერიამ მარნეულში ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად 85 485 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ემზადება. დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 85 485 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ეს რაოდენობა გასულ წელს დახარჯულ თანხას თითქმის 20 000 ლარით აღემატება.

სატენდერო სოკუმენტაციის მიხედვით, 21 მარტს მარნეულში იგეგმება ტრადიციული კულინარიის მასტერკლასების ჩასატრებლად 4 ქალბატონის დაქირავება, აქედან 1 ქალბატონი უნდა აცხობდეს ფათირს (ე.წ. თხელი ლავაში) მასტერკლასების ხანგრძლივობა არანაკლებ 2სთ. აგრეთვე საჭიროა ხონჩის და აზერბაიჯანული ტრადიციული კუთხის გასაფორმებლად საჭირო პროდუქტების შეძენა: ბრინჯი - 5 კგ.; შაქარი - 3 კგ.; ქიშმიში - 3 კგ.; კარაქი - 4 კგ.; მსესუმზირის ზეთი - 2 ლიტრი; შესაღები კვერცხი - 300 ც.; ხილი შერეული (ვაშლი, მსხალი, ბროწეული, ყურძენი) - 15 კგ.; თხილი- 2 კგ. ; კაკალი - 1 კგ. ; ნიგოზი - 1 კგ.; ინდის ხურმა - 3 კგ.; გარგარის ჩირი - 1 კგ.; შავი ქლიავის ჩირი - 1 კგ. ; ფახლავა - 30 ც.; ბადამბურა - 30ც.; შექერბურა - 30 ც. ; გოღალი - 30 ცალი; შოკოლადის ასორტი - 3 კგ., ფვილი -15 კგ. ლავაშის გამოსაცხობად; საფუარი 1 ცალი; მარილი 1 ცალი; კვერცხის შესაღები მასალა (სხვადასხვა ფერის). ჩაი (მწვანე- 1 ; შავი - 2 ) სულ 3 შეკვრა; ერთჯერადი ჭურჭელი ( თეფში - 300 ც. ; მინანარევი ჭიქა - 300 ც. ; ჩანგალი - 300 ც. ; დიდი კოვზი - 300 ც.) ; სხვადასხვა ფერის სანთელი - 20 ცალი ( ჭურჭლის ხარისხი შემსყიდველთან შეთაანხმებით). ნიმუშის მსგავსად.

გარდა ამისა, 85 485 ლარში ასევე გაწერილია სცენის მოწყობა, წამყვანების, მომღერლების, მსახიობების, მუსიკალური ჯგუფის დაქირავება.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება 24-27 თებერვლის პერიოდში შეეძლებათ.

ნოვრუზ ბაირამი 21 მარტს აღინიშნება.

"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.

21 მარტამდე, ნოვრუზ ბაირამს ოთხი ჩერშენბე უძღვის წინ ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია „ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

აღსანიშნავია, რომ ნოვრუზის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით

Print