ახალ სანაგვე ურნებს კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულშიც გადაანაწილებენ
მარულის მერიის მიერ შესყიდული 829 ურნიდან, მარნეულის მასშტაბით 250 სანაგვე კონტეინერი გადანაწილდა. როგორც შპს „სუფთა მარნეულის“ ხელმძღვანელმა, ლერი მუმლაძემ გვითხრა, ამ ეტაპზე, ურნების განთავსება კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში იგეგმება.

„250 ურნის გარდა, დანარჩენი ადგილზეა. ვგეგმავავთ კასუმლოში გავანაწილოთ, მთლიანად მოვიცვათ. ( რედ. კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შედის რამდენიმე სოფელი:კასუმლო, აღმამედლო, ულაშლო, კუშჩუ, ბეითარაბჩი, ბაითალო) დანარჩენების შეცვლა მოხდება მთელს
რაიონში იმ ურნების, რომელიც მწყობრში არ არის“
- ამბობს ლერი მუმლაძე

ახალი ურნები ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამდენიმე თვის წინ იყიდა და ჯერჯერობით მხოლოდ წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში და მარნეულში გადანაწილდა.

კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეებს სანაგვე ურნების განთავსება გარკვეულ ტერიტორიაზე სურთ, მათ შეუძლიათ მიმართონ მარნეულის მერიის ბალანსზე არსებულ შპს „სუფთა მარნეულს“. ლერი მომლაძის თქმით, ურნების განთავსება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე შეეძლებათ, რომელსაც „სუფთა მარნეული“ ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ შპს „სუფთა მარნეული“ მუნიციპალიტეტის 55%-ს ემსახურება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ 829 ურნის შესაძენად ტენდერი ხუთი თვის წინ გამოაცხადა. 1100 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერის შესყიდვისათვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი გამოიყო.
ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. გამარჯვებული შპს „ორიენტირი“ გახდა, რომელმაც მუნიციპალიტეტს ნაგვის ურნების ყიდვა 493 255 ლარად შესთავაზა.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები