როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები მარნეულის სკოლებში
მარნეულის საჯარო სკოლებში 2022-2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო
არდადეგები ორ კვირაში დაიწყება.
როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას რესურსცენტრის წარმომადგენელმა
ირმა დავაძემ განმარტა, საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთი კვირით
8-15 მარტის პერიოდში დაისვენებენ.
სასწავლო პროცესი 8 მარტს შეჩერდება და სწავლა 15 მარტს
განახლდება.
მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.