როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები მარნეულის სკოლებში
მარნეულის საჯარო სკოლებში 2022-2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო არდადეგები ორ კვირაში დაიწყება.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას რესურსცენტრის წარმომადგენელმა ირმა დავაძემ განმარტა, საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთი კვირით 8-15 მარტის პერიოდში დაისვენებენ.

სასწავლო პროცესი 8 მარტს შეჩერდება და სწავლა 15 მარტს განახლდება.

მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.


Print