2023 წლის დირექტორების გამოცდა მარნეულიდან სამმა მოვალეობის შემსრულებელმა ჩააბარა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 74 საჯარო სკოლიდან დირექტორების გამოცდა 2023 წელს სამმა ჩააბარა. ჯამში მუნიციპალიტეტს ახლა 10 გამოცდა ჩაბარებული აპლიკანტი ჰყავს, რომლებსაც ჯერჯერობით კვლავ მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი აქვთ. შვიდი, რომელთაც გამოცდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩააბარეს და უვადო სერტიფიკატი მიენიჭათ, ხოლო სამი, რომელთაც გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით ახლახანს გადალახეს. როგრც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი გახრამანოვმა უთხრა, ათივე მათგანს, დირექტორის სტატუსის მისაღებად გასაუბრების ეტაპზე გასვლა მოუწევთ.  წარდგენილ კანდიდატებს სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს.  

მარნეულის 64 სკოლა, რომლებიც დირექტორების გარეშეა დარჩენილი, მოვალეობის შემსრულებლები მანამდე უხელმძღვანელებენ, ვიდრე მათ სხვა, სერტიფიცირებული კადრი არ ჩაანაცვლებთ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესის პირველი ეტაპი  22 იანვარს ჩატარდა.

ტესტირებისათვის რეგისტრაცია  3 205-მა  დირექტორობის მსურველმა გაიარა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1839 აპლიკანტი გამოცხადდა.   უცნობია რამდენი მსურველი გავიდა მარნეულიდან გამოცდაზე, თუმცა საერთო გამსვლელთა ოდენობა გვაძლევს მაჩვენებელს, რომ რომ კონკურენცია დიდი არ იყო.

აღსანიშნავია, რომ ამავე თემაზე რადიო „მარნეულმა“  მასალა 26 იანვარს მოამზადა. შემთხვევით  შერჩევითობის პრინციპით მარნეულის სკოლების დირექტორების თხუთმეტამდე მოვალეობის შემსრულებელს დაურეკა. შეიძლება ითქვას, რომ მათმა უმეტესობამ გვითხრა, რომ გამოცდაზე არ გასულა. მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელეს, ნაწილმა კი  გამოცდის სირთულეზე ისაუბრა.

დირექტორობის მსურველთა გასაუბრების ეტაპი 20 მარტს დაიწყო და 28 აპრილამდე გაგრძელდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები