სისტემა მოძალადის მხარეს დგას - სამირა ბაირამოვა
2 აპრილს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა. „ნდობა ქალებს, უნდობლობა მოძალადეებს. სამართალი ქალებს“ თანასწორობა ქალებს, ძალაუფლება ქალებს, თავისუფლება ქალებს,– ეს იყო მარშის ძირითადი გზავნილები, რომლებსაც არაერთი უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი შეუერთდა. მარშში მონაწილეობას იღებდა მარნეულელი უფლებადამცველი სამირა ბაირამოვაც, რომელიც ამბობს, რომ დროა დასრულდეს ქალთა მიმართ არსებული ჩაგვრა, სიძულვილი და მუქარა. ბაირამოვა ამბობს, რომ ძალადობის წამახალისებელი სახელმწიფო არ უნდა იყოს.

„მარშის მთავარი მიზანი ქალების მიმართ დაწყებული სექსუალური და ფსიქოლოგიური შევიწროება იყო, რომელსაც უკვე მმართველი პარტია და მათთან ასოცირებული ძალადაბროვი ჯგუფები, მედია ღიად და საჯაროდ არიან ჩართული ქალთა ძალადობის, მათი დემორალიზებასთან მიმართ. სამწუხაროდ, ფაქტი ის არის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა და პარტია ყოველთვის იყენებს ამას, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს და ამცირებენ ქალებს, რა დროსაც ზარალდებიან ქალები, აქტივისტები დასხვადასხვა ადამიანი. ის  საზოგადოება, რომელიც აპირებს სამომავლოდ წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ საქმიანობაში. ჩვენი მიზანი არის სოლიდარობა ქალებს“

სამირა ბაირამოვა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და მუქარის შემთხვევებს იხსენებს და ამბობს, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დამნაშავეები სათანადოდ არ ისჯებიან, გამოძიება არ მიდის ბოლომდე და სისტემა მოძალადის მხარეს დგას.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ივლისის მოვლენები მარნეულში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა გამოვიდა ქალების წინააღმდეგ. საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები პირდაპირ ასწავლიდნენ სხვა ქალებს, მათ თანამშრომლებს, როგორ უნდა იძალადონ სამოქალაქო აქტივისტებზე, უფლებადამცველებზე, იმათძე, ვინც ჩართულები არიან რიგ ცენტრალურ თუ ადგილობრივ საკითხებზე. ასევე უნდა გავიხსენო მარტში მომხდარი, ალტინფოსთან დაკავშირებით. ერთი ადამიანიც კი არაა სრულად გამოკითხული ვინც მემუქრებოდა. ის ადამიანი კვლავ სოციალური ქსელის მეშვეობით აგრძელებს თავის ძალადობრივ საქმიანობას. სამწუხაროა, ქალების მიმართ დაწყებული გამოძიებები სრულად არ ხორციელდება „

უფლებადამცველი ფიქრობს, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად სისიტემური პრობლემის აღმოფხვრაა საჭირო. მათ შორის ბრძოლა იმისათვის, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულდეს, რაც სამომავლოდ უფრო ძლიერ და დაცულ უფლებების გარანტს გვაძლევს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელი მთავრობა პირდაპირაა ამ პროცესებში ჩართული და ეს მოქმედებს ყველა სფეროზე და ყველა ადამიანზე.  ჩვენ იმის იმედი გვაქვს, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბევრი იმისათვის, რომ მოხდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი და მას შემდეგ შეიძლება ის მექანიზმები, რაც არსებობს უფრო გაძლიერდეს და არ ვიყოთ პოლიტიკის მსხვერპლები“

აღსანიშნავია, რომ ქალთა სოლიდარობის მარში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც POSTV-ის ერთ-ერთმა ფლობელმა და წამყვანმა, სექსუალურ შევიწროებაში მხილებულმა შალვა რამიშვილმა თათია სამხარაძის წინააღმდეგ დისკრიმინაციული კამპანია წამოიწყო.

გარეკანის ფოტო: მარიამ ნიკურაძე
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები