სოფელ ალგეთის ახუნდის თქმით სეტყვა სოფლის მეურნეობისათვის დამაზანებელი არ ყოფილა

დღეს, 13 აპრილს მარნეულის მუნციპალიტეტში
ძლერი წვიმა იყო. სოფელ ალგეთში კი წვიმასთან ერთად სეტყვაც.
სოფელ ალგეთის მეჩეთის ახუნდის მაჰირ გულიევის თქმით, სეტყვა რამდენმე წუთის განმავლობაში ინტენსიურად მოდიოდა.
„დიახ, სეტყვა იყო თან ბევრი. მაგრამ პატარა ზომის და საგრძნობი ზიანი რ მიუყენებია. ბევრ მოსახლეს დავურეკე ვინც მიწას ამუშავებს ჩვენთან და არ დაზიანებულა არაფერი. მინდვრების დამუშავება ჯერ არ დაწყებულა. სათბურების დაზიანება კი ამ ზომის სეტყვამ ვერ მოახერხა.“- ამბობს ახუნდი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები