მერიამ თამარისში არხის რეაბლტაციისთვის ტენდერი გაზრდილი თანხით მეორედ გამაოცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ თამარისში მდებარე სპორტული დარბაზის მიმდებარედ არხის რეაბილიტაციისათვის ტენდერი განმეორებით, გაზრდილი თანხით, გამოაცხადა.

მარნეულის მერიამ თამარისის სპორტული დარბაზის მიმდებარე არხის რეაბილიტაციის პირველი ტენდერი 2022 წლის 19 სექტემბერს გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 16 949 ლარს შეადგენდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს "ოგი"-მ მიიღო. კომპანიამ მერიას სამუშაოების შესრულება 14 770 ლარად შესთავაზა, მაგრამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო.

განმეორებითი ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2023 წლის 28 აპრილს გამოაცხადა. ახალი ტენდერის მიხედვით მერია თამარისის სპორტული დარბაზის მიმდებარე არხის რეაბილიტაციას 25 492 ლარად გეგმავს.

სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სარწყავი არხის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს. სამუშაოების დასრულების შემდგომ სარწყავი არხის საგარანტიო ვადა კი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი უნდა იყოს.

ამავე თემაზე:
თამარისის სპორტული დარბაზის მიდებარე სარწყავი არხის რეაბილიტაცია 16 949 ლარად იგეგმება
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები